გენერალი მარკ მილი – უყრაინაში მიმდინარე ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება

აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელის, გენერალი მარკ მილის განცხადებით, ვერც რუსეთი და ვერც უყრაინა, სავარაუდოდ, თავიანთ სამხედრო მიზნებს ვერ მიაღწევენ და მიაჩნია, რომ ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება.

“რუსებისთვის თითქმის შეუძლებელი იქნება სამხედრო გზით მიაღწიონ თავიანთ პოლიტიკურ მიზნებს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა უკრაინის განადგურება შეძლოს. ეს უბრალოდ არ მოხდება. ასევე, წელს უკრაინისთვის ძალიან, ძალიან რთული იქნება რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ყოველი ინჩიდან რუსების გაძევება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს არ შეიძლება მოხდეს. მაგრამ ეს უჩვეულოდ რთულია“, – აღნიშნა ამერიკელმა გენერალმა.