დმიტრი პესკოვი – ვლადიმირ პუტინის განრიგში ასლან ბჟანიასთან შეხვედრა არ შედის

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი  აფხაზეთის პრეზიდენტთან, ასლან ბჟანიასთან შეხვედრას არ გეგმავს.

შესაბამისი განცხადება კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

„ვლადიმირ პუტინის განრიგში აფხაზეთის პრეზიდენტთან შეხვედრა არ შედის“, – აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ,  აფხაზეთის პრეზიდენტი, ასლან ბჟანია მოსკოვში იმყოფება. ბჟანიას პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრებს გამართავს.