ბრაზილიელი წყვილი, სანაპიროზე ასტრონავტების კოსტიუმით გადაადგილდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ასე 60 წლამდე ასაკის ტერსიო გალდინო და ალისია ლიმა კორონავირუსისგან იცავენ თავს.
„ჩვენ დავიწყეთ ფიქრი იმაზე, რომ ასაკის გამო რისკ-ჯგუფში ვართ. თავდაპირველად ვაპირებდით, რომ სახლში ყოფნით შემოვფარგლულიყავით, მაგრამ შემდეგ გამოსავალი ვიპოვეთ. ტერსიომ ასტრონავტის კოსტიუმები იყიდა, ხოლო ჩაფხუტები თვითონ დაამზადა“, – ამბობს ტერსიო.
ბრაზილია კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
წყარო: imedinews.ge