ნობელის პრემიის გამარჯვებულებისადმი მიძღვნილი ტრადიციული ბანკეტი წელს არ ჩატარდება

ნობელის პრემიის გამარჯვებულებისადმი მიძღვნილი ტრადიციული ბანკეტი წელს არ ჩატარდება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Local-ი ავრცელებს.

ბანკეტი ე.წ. ნობელის კვირეულის ბოლოს ტარდება, როდესაც პრემიის გამარჯვებულები სტოკჰოლმში დაჯილდოების ცერემონიაზე ჩადიან.

ნობელის ფონდის დირექტორის, ლარს ჰეიკენსტენისგანცხადებით, 2020 წელი განსაკუთრებულია, ყველას უწევს მსხვერპლის გაღება და გამონაკლისს არც ნობელის პრემია წარმოადგენს. კერძოდ, არაა გამორიცხული, რომ გამარჯვებულებმა ჯილდო თავიანთ ქვეყნებში ან საელჩოებში მიიღონ.

ტრადიციულად ბანკეტს ლაურეატებისა და შვედეთის სამეფო ოჯახის წევრებთან ერთად 1300-მდე სტუმარი ესწრება. გამარჯვებულების გამოცხადება 5-12 ოქტომბერსაა დაგეგმილი.

ბოლოს ნობელის პრემიის გამარჯვებულებისადმი მიძღვნილი ტრადიციული ბანკეტი 1956 წელს გაუქმდა, როცა გაუქმების მიზეზი უნგრეთში მიმდინარე მოვლენების გამო საბჭოთა ელჩის მიწვევაზე უარის თქმის სურვილი გახდა.

წყარო: imedinews.ge