უყრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებაზე არცერთ ქვეყანას არ აუღია ვალდებულება, – ამის შესახებ უყრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი კულებამ განაცხადა.
უყრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, არის ერთ-ერთი ქვეყნის მთავრობა, რომელმაც თავის თავზე აიღო უყრაინელი მფრინავების მომზადების ორგანიზება.
კულებას განცხადებით, სამხედრო თვითმფრინავები უკრაინას დაეხმარება, რადგან ავიაციით მებრძოლები საკუთარ საჰაერო თავდაცვას ინარჩუნებენ, ავიაცია ასევე მნიშვნელოვანია კონტრშეტევისთვის.
უყრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, კიევი განსაკუთრებით დაინტერესებულია აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ავიაგამანადგურებლებით.