გურამ მაჭარაშვილი: სააკაშვილმა აღიარა, რომ ის საქართველოში შემოვიდა იმ სპეცოპერაციით, რომელსაც სხვა ხელმძღვანელობდა

2008 წლის ომთან დაკავშირებით კითხვები იქნება, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც თავად სააკაშვილმა აღიარა, რომ ის საქართველოში შემოვიდა იმ სპეცოპერაციით, რომელსაც სხვა ხელმძღვანელობდა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ თქვა, რომ 2008 წლის ომში დამნაშავე რუსეთის ფედერაცია იყო.

„მიუხედავად იმისა, რომ ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ თქვა, რომ ამ ომში დამნაშავე რუსეთის ფედერაცია იყო, მოიგო საქართველომ ეს ბრძოლა, მიუხედავად ამისა, მაინც არსებობს კითხვები. როდესაც საერთაშორისო სასამართლო ამბობს, რომ ამ ომში დამნაშავეა რუსეთის ფედერაცია, ქართული ხელისუფლება „ნაცმოძრაობის“ სახით რატომ აწერს ხელს ისეთ რეზოლუციას, სადაც პირდაპირ სამხედროებს აბრალებს ესკალაციას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.