ზაზა ვაშაყმაძე აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ფაიგ გულიევს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე რელიგიის სფეროში საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ურთიერთობის საკითხები განიხილეს. აზერბაიჯანის ელჩის განცხადებით, აზერბაიჯანის მხარე აფასებს იმ კეთილმეგობრულ ურთიერთობებს, რომელიც რელიგიის სააგენტოსთან ჩამოყალიბდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ კახის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარი მღვდელი პეტრე ხუმარაშვილი, აზერბაიჯანის საელჩოს პირველი მდივანი ანარ რასულოვი, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თანამშრომელი ოქტაი ისაევი, რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ანალიტიკოსი ზვიად ტყაბლაძე, პროტოკოლის მენეჯერი გვანცა ცხოვრებაძე და სააგენტოს თანამშრომელი ნათია გუდაძე.