იენს სტოლტენბერგი – პუტინის გამარჯვება არა მხოლოდ ტრაგედია იქნება უყრაინისთვის, ეს საფრთხე იქნება ჩვენთვისაც

პუტინის გამარჯვება არა მხოლოდ ტრაგედია იქნება უყრაინისთვის, ეს საფრთხე იქნება ჩვენთვისაც, იმიტომ რომ ეს იქნება გზავნილი, თუ გამოიყენებ ძალას, მიაღწევ სასურველ მიზანს, ამიტომ ეს ომი არის არამხოლოდ ევროპის, არამედ გლობალური გამოწვევა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, პირველი მიზანია, რომ პრეზიდენტმა პუტინმა ამ ომში არ გაიმარჯვოს და სწორედ ამიტომაა, რომ მთელი მსოფლიოს გარშემო ნატო და მისი მოკავშირეები ძალისხმევის მობილიზებისთვის ენერგიას არ იშურებენ.

„პუტინის გამარჯვება არამარტო ტრაგედია იქნება უკრაინისთვის, ეს საფრთხე იქნება ჩვენთვისაც, იმიტომ რომ ეს იქნება გზავნილი, თუ გამოიყენებ ძალას, მიაღწევ სასურველ მიზანს, ამიტომ ეს ომი არის არამხოლოდ ევროპის, არამედ გლობალური გამოწვევა. პეკინი აკვირდება მიმდინარე გამოწვევას და უკრაინა თუ დამარცხდება, ეს აისახება სამომავლოდ ჩინეთის გადაწყვეტილებებსა და გათვლებში. ამიტომ ეს არის გლობალური და არა რეგიონული გამოწვევა.

ხუთ თვეში შევიკრიბებით ვილნიუსში, ამ სამიტის წარმატება იქნება უკრაინისთვის უწყვეტი მხარდაჭერის დადასტურების დემონსტრირება და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ეს მოხდება ვილნიუსში. ეს იქნება ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების დადასტურება, ისევე როგორც ჩვენი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის პარტნიორობის დადასტურება, რადგან უსაფრთხოება არის გლობალური. არის კიდევ ერთი საკითხი, რაც წარმატებას გამოხატავს და ეს არის ალიანსის გაფართოება. ძალიან აქტიურად ვმუშაობ და იმედი მაქვს, ვილნიუსის სამიტისთვის უკვე დავასრულებთ ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიკაციის პროცესს და უკვე ორი ახალი ალიანსის წევრი გვეყოლება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.