ხატია დეკანოიძე „ხალხის ძალის“ ინიციატივაზე: ასეთი კანონმდებლობა არის ზუსტად ის, რაც ძირს უთხრის დემოკრატიას

ხატია დეკანოიძე „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ გამოეხმაურა. „ნაცმოძრაობის“ წევრმა აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა დემოკრატიას უთხრის ძირს.

„მხოლოდ ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის შეშფოთება არ არის, რომ ეს კანონი რეალურად ძალიან მძიმე არის საქართველოს დემოკრატიისთვის და ევროპული ინტეგრაციისთვის. ეს არის ჩვენ პარტნიორების ძალიან სერიოზული გაფრთხილება. ასეთი კანონმდებლობა არის ზუსტად ის, რაც ძირს უთხრის დემოკრატიას“, – მიიჩნევს დეკანოიძე.

14 თებერვალს „ხალხის ძალამ“ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი დაიწუნა და მასში გარკვეული საფრთხე დაინახა.