გიორგი დოხტურიშვილმა, ქვემო ქართლის რეგიონში კიდევ ერთი ახლად რეაბილიტირებული სკოლა მოინახულა.

გიორგი დოხტურიშვილმა, ქვემო ქართლის რეგიონში კიდევ ერთი ახლად რეაბილიტირებული სკოლა მოინახულა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდის, 450 მოსწავლეზე გათვლილ საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში: მოხდა შენობის სრული რეაბილიტაცია და ახალი შენობა-ნაგებობის აშენება, სრულად განახლდა შიდა ინტერიერი და საკლასო ოთახები; მოეწყო გასართობი სივრცეები და სპორტული მოედანი, დამონტაჟდა ახალი გათბობის და კანალიზაციის სისტემები, მოპირკეთდა გარე სივრცე, შენობა სრულად ადაპტირდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა და მისმა ღირებულებამ 6 264 667 ლარი შეადგინა.

დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტი რწმუნებულთან ერთად მისმა მოადგილემ, ილია ჯალაღანიამ, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ-დეპუტატმა პარლამენტში, ზაურ დარგალმა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ, გიორგი ციბაძემ მოინახულეს.