ვლადიმერ ზელენსკიმ ჯო ბაიდენის კიევში ჩასვლა ოფიციალურად დაადასტურა. უყრაინის პრეზიდენტმა ამერიკის პრეზიდენტთან ერთად გადაღებული ფოტო Telegram-ზე გამოაქვეყნა და შემდეგი ტექსტი დაურთო:
„ჯოზეფ ბაიდენ, მოგესალმებით კიევში! თქვენი ვიზიტი ყველა უკრაინელისთვის მხარდაჭერის ძალიან მნიშვნელოვანი გამოვლენაა“.
ინფორმაცია ბაიდენის კიევში მოულოდნელი ჩასვლის შესახებ ცოტა ხნის წინ გავრცელდა.