უყრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ ის უყრაინის სამხედრო მხარდაჭერის მასშტაბურ პაკეტს ელოდება.
„დღეს ჩვენ ასევე განვიხილეთ შორ მანძილზე მოქმედების იარაღისა და იმ იარაღის საკითხი, რომელიც უყრაინას აქამდე არ მიუღია და შესაძლოა, მომავალში მიეწოდოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, შეერთებული შტატების მიერ დაანონსებული დახმარების ახალი პაკეტი არის იმის ნიშანი, რომ რუსეთს რევანშის შანსი არ ექნება.
“ასეთი მნიშვნელოვანი პაკეტი არის ცალსახა სიგნალი, რომ რუსეთის რევანშის მცდელობებს შანსი არ ექნება. ჩვენ ერთად დავიცავთ ჩვენს ქალაქებს, ჩვენს ხალხს რუსული ტერორისგან და გავაძლიერებთ ჩვენი გამარჯვების იმპულსს”, – განაცხადა უყრაინის პრეზიდენტმა.