პარლამენტში ხვალ ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 21 თებერვალს შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ. გომელაური პარლამენტში “მინისტრის საათის“ ფორმატში მივა.

მინისტრი თავდაპირველად გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს, სამოქმედო გეგმებზე ისაუბრებს, რის შემდეგაც დეპუტატების დასმულ კითხვებს უპასუხებს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იქნება სიტყვით გამოსვლები.

21 თებერვლის პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებებით დაიწყება.