ჩინეთი არასოდეს მიიღებს აშშ-ის მიერ ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებისკენ თითის გაშვერას, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.
„ჩინეთის თანამშრომლობის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა ემყარება მესამე მხარის მიუმხრობლობასა და არაკონფრონტაციულობას, ორი დამოუკიდებელი ქვეყნის სუვერენიტეტის ფარგლებში“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ვან ვენბინმა.
ცნობისათვის, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვან ი, რომელიც შაბათს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შეხვდა, დღეს რუსეთში ჩადის.