აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კიევი დატოვა. ინფორმაციას მედია საშუალებები ავრცელებენ.
ბაიდენი კიევში დღეს, ადგილობრივი დროით დილის 8:00 საათზე ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ის უყრაინის პრეზიდენტს, ვლადიმერ ზელენსკის შეხვდა და კიევის ცენტრს ეწვია.
უყრაინიდან გამგზავრებამდე ბაიდენმა პრეზიდენტის რეზიდენციაში, მარიინსკის სასახლეში სტუმრების წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
„ბატონო პრეზიდენტო, ჩემთვის დიდი პატივია, კვლავ ვწვეოდი კიევს უკრაინის თავისუფლებისმოყვარე ხალხის მიმართ სოლიდარობისა და მეგობრობის ნიშნად. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა თქვენი გამბედაობისა და ლიდერობის მიმართ. სლავა უკრაინა!“- წერს ბაიდენი.
ჯო ბაიდენმა უყრაინისთვის დახმარების ახალი, 500 მილიონი აშშ დოლარის დახმარების პაკეტი და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააანონსა.