მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდნენ და სკანდირებენ: „რუსებო! რუსებო“!

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციიდან „ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან გადაინაცვლეს, სადაც აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „რუსებო! რუსებო“!

ამასთან, აქციის მონაწილეებს „ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან მიტანილი აქვთ ბანერი წარწერით: „თავისუფლება მიშას“!