თბილისში, მოსკოვის გამზირიდან დაკარგული 15 წლის მოზარდი პოლიციამ იპოვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოზარდი მშობლის თანდასწრებით გამოიკითხება.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი სამართალდამცავებმა თბილისში იპოვეს და ის თავს კარგად გრძნობს.
„ინტერპრესნიუსი“