ფრიდონ ინჯია „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: მომხრე ვარ, იყოს მაქსიმალურად მკაცრი

„ევროპელი სოციალისტების“ ლიდერი ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ მომხრეა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი რაც შეიძლება მკაცრი იყოს.

„ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება უცხოეთიდან 100%-ით თუ არა, 80%-ით მინიმუმ, სხვა ქვეყნის ინტერესების გამტარებელია საქართველოში. ემთხვევა ეს ინტერესები საქართველოს ინტერესებს? აღმოჩნდა, რომ ეს კანონი გაცილებით უფრო ლიბერალურია, ვიდრე ამერიკის. ავიღოთ და გადმოვწეროთ ერთი-ერთში ზუსტად ის ამერიკული კანონი და მერე რას იტყვიან და როგორ იტყვიან, ვნახოთ ერთი. მე მომხრე ვარ, ის [კანონი] იყოს მაქსიმალურად მკაცრი”, – აცხადებს დეპუტატი.

გუშინ, ბიუროს სხდომაზე, მოძრაობა „ხალხის ძალის“ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დაინიცირდა.