ჩვენ ეს კანონპროექტი დავაინიცირეთ ამერიკული საკანონმდებლო ბაზის შესაბამისად, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
შევისწავლეთ რუსული კანონიც და იერარქიულად ჩვენ შეგვიძლია სიმკაცრისა და სიხისტის მიხედვით შემდეგნაირად დავალაგოთ: პირველი არის რუსული კანონი, მეორე არის ამერიკული კანონი და მერე ყველაზე ოპტიმალურია „ხალხის მიერ“ ინიცირებული კანონპროექტი, სადაც არის მარტივი ფორმულა, რომ უნდა თქვას, საიდან ფინანსდება, რამდენით ფინანსდება, დარეგისტრირდეს და გააგრძელოს საქმიანობა. პრეზიდენტთან კანონი მიდის მაშინ, როდესაც პარლამენტში ის მიიღება სამი მოსმენით. რა იცის ქალბატონმა სალომემ, რა ტიპის კანონი შევა მასთან ხემოსაწერად“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
გუშინ, ბიუროს სხდომაზე, მოძრაობა „ხალხის ძალის“ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დაინიცირდა.