იაგო ხვიჩია ბაზარზე ფასების დარეგულირებაზე „ქართული ოცნების“ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს

„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია პარლამენტში კანონის მხარდაჭერას არ აპირებს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივაა და გულისხმობს ბაზარზე პროდუქტების ფასების დარეგულირებას.

„არა, კანონპროექტს როგორ დავუჭერ მხარს. მაგრამ „ქართულ ოცნებას“ დავაკვირდები, ასეთი გიჟური კანონპროექტების შედეგად სად წავა“, – განაცხადა ხვიჩიამ.

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ძირითადი პროდუქტების მაღალ ფასებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხის დარეგულირებაზე მთავრობამ აქტიური მუშაობა დაიწყო.