მარტო ქუჩის აქციებითა და დარბაზში ცარიელი სკამებით პრობლემა არ გადაიჭრება, – ამის შესახებ, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, ხათუნსა სამნიძემ განაცხადა.
„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება, მათი პარტიული ხედვა და რამდენად იმუშავებს ეს და იქნება მხარდაჭერილი, არის მათი მხარდამჭერების გადასაწყვეტი. მე ამ აქციებს არ ვუერთდები. დღეს დარბაზში ოპოზიციური ფლანგი ნახევრად ცარიელია, შინაგან საქმეთა მინისტრი მოდის და აქ არ არის „ნაციონალური მოძრაობა“, ყველაზე დიდი ფრაქცია. ეს არის პრობლემა. მარტო ქუჩის აქციებითა და დარბაზში ცარიელი სკამებით ეს პრობლემა არ გადაიჭრება“,- აღნიშნა სამნიძემ.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ შესაძლოა საპარლამენტო ბოიკოტი შეწყვიტოს. ამას ადასტურებს ფრაქციის ყოფილი თავმჯდომარის გადაწყვეტილება. ხატია დეკანოიძე მზად არის „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული კანონპროექტის საკომიტეტო განხილვას დაესწროს.
თუმცა, პარტიის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ იქამდე, სანამ ექსპრეზიდენტი სააკაშვილი ციხეშია, პარტიის გადაწყვეტილება საპარლამენტო ბოიკოტთან დაკავშირებით არ გადაიხედება.