კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს საქართველოს პრეზიდენტი მხარს ვერ დაუჭერს.
„ეროვნულ გალერეაში მომხდარმა ვანდალიზმა ქ-ონ პრეზიდენტს „მონანიება“ გაახსენა. მე კი, გავლენის აგენტების კანონზე ატეხილმა ვიშვიშმა. მისტერ აბელად გარდაქმნილი არავიძის თითის დაქნევაზე ამღერებული დოქსოპულოებივით – ერთი ტექსტით მოჭიკჭიკე ლიბერალ პოლიტიკოსებმა. ისტორია მეორდება…“, – წერს კინორეჟისორი.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია „ხალხის ძალის“ კანონპროექტს გამოეხმაურა და განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ასეთ კანონმდებლობას და ახალი აგენტების დევნას საქართველოს პრეზიდენტი მხარს ვერ დაუჭერს
გუშინ, ბიუროს სხდომაზე, მოძრაობა „ხალხის ძალის“ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დაინიცირდა.