უყრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის პირველივე დღიდან ევროკავშირი და ნატო ერთდ იყვნენ არამხოლოდ დაგმობაში, არამედ ერთად მუშაობენ, რომ მისცენ უყრაინას შესაძლებლობა, დაიცვას თავი, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
როგორც ბორელმა უყრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრი კულებასთან და ნატოს-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს უყრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას.
„ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ ვადასტურებთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია დახმარების კოორდინაციისთვის. ეს აუცილებელია, რომ კანონის უზენაესობამ გაიმარჯვოს იარაღის უზენაესობაზე, ძალის უზენაესობაზე. სწორედ ასე შეეძლება უკრაინას გამარჯვება, რომ დაჩქარდეს და გაიზარდოს უკრაინის მხარდაჭერა. ომმა თავის საშინელი სახე აჩვენა – საავადმყოფოების დაბომბვა, მთელი ქალაქების უკიდურესი შიმშილი. სწორედ ამას აკეთებს რუსეთი, იმის ნაცვლად, რომ ნაბიჯები გადადგას ცეცხლის შეწყვეტისკენ. რუსეთი არის გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი, რუსეთი ბირთვული ძალაა და ამის მიუხედავად არღვევს წესდებას. შეიჭრა მშვიდობიანი მეზობლის ტერიტორიაზე. სწორედ ამ ქარტიით აქვს უკრაინას თავდაცვის უფლება ამ უსაფუძვლო აგრესიის წინააღმდეგ“, – განაცხადა ბორელმა.