დმიტრი კულება – რაც მეტად კოორდინირებული ვიქნებით, უფრო მალე განდევნის უყრაინა რუსულ არმიას

შევთანხმდით, რომ ინტენსიურად ვიმუშავებთ, რათა ვუპასუხოთ სამ შეკითხვას – როგორ ვაწარმოოთ ვაჭრობა ყველაზე ეფექტურად, როგორ ვაწარმოოთ და შევისყიდოთ შეიარაღება და აღჭურვილობა, როგორ მივიტანოთ ეს ყველაფერი ბრძოლის ველზე, – ამის შესახებ უყრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი კულებამ ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, 2022 წლის თებერვლის შემდეგ, უყრაინა და უახლოესი პარტნიორები ახორციელებენ ყველაზე მასშტაბურ ლოგისტიკურ ოპერაციას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

„დიდი პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა და განცხადებების მიღმა, მილიონობით საკითხია გადასაწყვეტი. რაც მეტად კოორდინირებული ვიქნებით, უფრო მალე განდევნის უკრაინის არმია რუსულ არმიას და უფრო მალე აღდგება მშვიდობა ევროატლანტიკურ სივრცეში“, – აღნიშნა დმიტრი კულებამ.