„საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არანაირი გაუგებრობა არ არსებობს, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორობას, ძმობას არაფერი ემუქრება“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ “კენ ვოლკერის” სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.
“აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და უფრო მეტს გეტყვით, ძმობას არაფერი ემუქრება. შეუძლებელია, რომ ამ უმაღლესი ხარისხის ურთიერთობებს რამე დაემუქროს.
როდესაც რაღაც ინტერნეტ გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე კითხვას მისვამთ ორ სტრატეგიულ ქვეყანას შორის, მოძმე ქვეყნებს შორის ურთიერთობების კონტექსტში, არასწორია. ეს იმ მედიას ჰკითხეთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
“აიპრესი”