რასიზმში, კრიზისებში და მარაზმში ჩაფლული ამერიკა აგრძელებს მცდელობებს, მთელი მსოფლიო ჩაითრიოს დესტაბილიზაციაში. ამჯერად ამერიკელი სამხედროების მიერ გამოწვეული აღმაშფოთებელი ინციდენტი სირიის საჰაერო სივრცეში მოხდა, სადაც, ეტ-ტანფის პროვინციაში განლაგებული ამერიკული სამხედრო საყრდენი პუნქტიდან მშვიდობიანი სამოქალაქო ირანული ლაინერისკენ გამანადგურებელი F-15 გაფრინდა.
სამხედრო თვითმფრინავი იმდენად მიუახლოვდა სამოქალაქოს, რომ ამ უკანასკნელის პილოტები იძულებულნი გახდნენ, მკვეთრად დაეგდოთ სიმაღლე. თვითმფრინავის მკვეთრმა დაშვებამ ბორტზე პანიკა გამოიწვია, მგზავრებიდან რამდენიმემ სხეულის ტრავმები მიიღო.
ირანული თვითმფრინავი თეირანიდან ბეირუთისკენ (ლიბანი) მიფრინავდა. საბედნიეროდ, ირანული საჰაერო ხომალდი მშვიდობიანად დაეშვა ბეირუთის აეროპორტში. იხ. ირანული თვითმფრინავის ბორტიდან მგზავრების მიერ გადაღებული ვიდეოები:
https://twitter.com/i/status/1286380756240142336