Eurasianet: რატომ არ ჩქარობს ჩინეთი ინვესტირებას საქართველოში?

თუ შეხვალთ თბილისის გარეუბანში მდებარე კავკასიის ყველაზე დიდ სავაჭრო ცენტრში, აშკარად შეამჩნევთ, რომ იქ მაღაზიები მყიდველებზე მეტი – თანამშრომლები დღის მანძილზე ერთობიან ყავის სმით და იმედებით, რომ სიტუაცია ერთხელაც შეიცვლება.

სავაჭრო ცენტრი Hualing Tbilisi Sea Plaza არის ჩინელების მიერ აშენებული რაიონის ცენტრალური ელემენტი. ისევე, როგორც ზოგადად ქართულ-ჩინური ურთიერთობები, ეს უბანიც ჯერ მშენებლობის პროცესში.

ეს არის ამ დროისთვის უმსხვილესი ჩინური ინვესტიცია საქართველოში – საცხოვრებელი მასივი გაიშალა 450 ჰექტარზე თბილისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთში მდებარე გარეუბანში. ნაცრისფერი და დეპრესიული საბჭოთა მრავალსართულიანი შენობების ფონზე ის გამოიყურება, როგორც მოულოდნელი და სასიამოვნო სიურპრიზი – ღია ფერებშია შერსულებული და კოხტა თანამედროვე საცხოვრებელი კორპუსებით.

რაიონი მდებარეობს წყალსაცავთან, რომელსაც ადგილობრივები ეძახიან თბილისის ზღვას, და შესაბამისად, უბანიც ატარებს სახელს Hualing Tbilisi Sea New City.

მისი მშენებლობა დაიწყო 2013 წელს. ჩინურმა Hualing Group-მა ჩადო ამ პროექტში 170 მლნ. დოლარის და ააშენა რაიონი, სადაც არის ახალი საცხოვრებელი სახლები, 5-ვარსკლავიანი სასტუმრო და, როგორც უკვე ითქვა, კავკასიაში უმსხვილესი სავაჭრო ცენტრით.

სამომავლოდ ეს უნდა იყოს თვითკმარი რაიონი, სადაც იქნება სკოლები, საავადმყოფოები, რესტორნები, ფიტნეს-ცენტრები და პოლიციის განყოფილება. საცხოვრებელ შენობებთან ერთად აქ არის საბაჟო ტერმინალი, საწყობი და ასევე იგეგმება რეგიონში უმსხვილესი ლოგისტიკური ცენტრის აშენება.

ქალაქის მერიამ და მთავრობამ მიანიჭეს Hualing Group მრავალმხრივი შეღავათები ადგილობრივი კანონმდებლობის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს გადასახადების საგრძნობ შემცირებას სპორტული ობიექტების მშენებლობისთვის – აქ, Hualing Tbilisi Sea New City-ს ტერიტორიაზე განთავსდნენ თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიადის მონაწილეები 2015 წელს.

საქართველოს მთავრობა, ასევე შეისყიდა აქ 200 ბინა ლტოლვილებისთვის, თუმცა აპარტამენტების უმეტესობა ჯერ კიდევ ელის მყიდველებს.

შესაძლოა, უნდა გავიდეს გარკვეული დრო, სანამ Hualing Tbilisi Sea New City დაიწყებს მოგებს მოტანას, თუმცა ქართველებს აქვს გათვლა იმაზე, რომ ჩინელი ინვესტორები მუშაობენ გრძელვადიან პერსპექტივაზე.

საქართველოს მთავრობა, რომელიც მუდმივად ეძებს უცხოელ ინვესტორებს, იმედოვნებდა, რომ ქალაქი მიიზიდავს ჩინური ფულის დიდ ნაკადს. წლების მანძილზე ქართველი მაღალჩინოსნები ინტენსიურად ჩადიოდნენ თბილისიდან ჩინეთში და ცდილობდნენ იქაური საქმიანი წრეების დაინტერესებას, თუმცა დღეისთვის Hualing Tbilisi Sea New City არის ჯერ-ჯერობით უმსხვილესი ჩინური ინვესტიცია საქართველოში.

Hualing-მა, რომელიც ფლობს დიდი საბითუმო ბაზრებს პროვინცია ცინცზიანში, ასევე იყიდა ერთ-ერთი ქართული ბანკი და ავითარებს თავისუფალ ეკონომიკურ ზონას.

 

ჩინურმა ინვესტიციებმა მიაღწია პიკს 2014 წელს, როდესაც შეადგინა 218 მლნ. დოლარი, შემდეგ ეს მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა – 2018 წელს ჩინელებმა ჩადეს საქართველოში მხოლოდ 75 მლნ. დოლარი – ეს იმის მიუხედავად, რომ ამ დროისთვის ქვეყანას გააჩნია ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი.

დღეს ჩინური ინვესტიციები საქართველოში ძირითადად დაკავშირებულია დიდი აბრეშუმის გზის პროექტან, რომლის მიზანიცაა მთელს მსოფლიოსთან ვაჭრობის გამარტივება.

სადღეისოდ ჩინეთის ძირითადად ვაჭრობს ევროპასთან რუსეთის გავლით, მაგრამ თუ ამ ტრანზიტის მცირე ნაწილი გაივლის კავკასიაზე, ეს მოუტანს დიდ მოგებას ისეთ ქვეყნებს, როგორც საქართველო.

„დასავლეთთან ჩინეთის ვაჭრობის მოცულობა იმდენად ასტრონომიულია, რომ მისი თუნდაც მცირე ნაწილის მოზიდვა მოუტანს საქართველოს დიდ მოგებას. თუმცა, საქმე არა მხოლოდ ტრანზიტშია – საჭიროა დამატებითი ღირებულების შექმნა,“ – ამბობს საქართველოში მომუშავე ამერიკელი ეკონომიკური ანალიტიკოსი ჯორჯ უელტონი.

საქართველო ქმნის მიმზიდველ პირობებს უცხოელი ინვესტორებისთვის, დაბალი გადასახადებით, მინიმალური კორუფციით და შემცირებული ბიუროკრატიით, თუმცა ეს არაა საკმარისი ჩინური ინვესტიციების მოსაზიდად.

„ჩინელები ძალიან ადვილად მუშაობენ რთულ პირობებში, ამიტომაც მათთვის საინვესტიციო კლიმატი არაა მთავარი. ისინი ყველაფერზე თანხმდებიან თუ ჩათვალეს, რომ ამა თუ იმ ბაზარზე შესვლა მათთვის მომგებიანი იქნება,“ – განაცხადა ერთ-ერთმა ქართველმა მაღალჩინოსანმა, რომელიც მონაწილეობდა მოლაპარაკებებში ჩინელებთან.

საქართველოს ერთ-ერთი კონკურენტული უპირატესობა არის ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი.

„ჩვენ გვაქს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან, რაც ზრდის საქართველოს მიმზიდველობას ჩინელებისთვის – მათ შეუძლიათ საქართველოში პროდუქციის წარმოება და მისი გაყიდვა ევროპაში. თუმცა, ამისთვის საჭიროა წარმოების დიდი მასშტაბები,“ – განაცხადა საქართველოს ყოფილმა ელჩმა ჩინეთში დავით აფციაურმა.

ერთ-ერთი გეგმა ითვალისწინებს ქალაქ ქუთაისში ავტოქარხნის მშენებლობას – პროექტში ჩართულია ჩაინცზინის რეგიონში მომუშავე კორპორაცია Changan, რომელიც, სავარაუდოდ, მომავალ წელს დაიწყებს ელექტრომობილების წარმოებს ევროპული ბაზრისთვის.

პარალელურად ქართველები ცდილობენ ჩინურ ბაზარზე შეღწევას, რომელიც გარკვეულწილად უფრო მიმზიდველია ვიდრე ევროკავშირი, რომელიც დღეს არის ქართული ექსპორტის ძირითადი მიმართულება (730 მლნ. დოლარი), თუმცა, იზრდება ძალიან ნელი ტემპებით – ექსპორტის ზრდას უშლის ხელს ევროკავშირში მოქმედი მკაცრი რეგულაციები.

ქართული ექსპორტი რუსეთში შეადგენს თითქმის 440 მლნ. დოლარს, თუმცა, ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური უთანხმოებები ხშირად გადაიზრდება სავაჭრო ომებში.

ამასობაში ჩინელებს, როგორც ჩანს, მოსწონთ ქართული ღვინო – ჩინეთი არის ამ პროდუქტის მესამე უმსხვილესი მომხმარებელი რუსეთის და უკრაინის შემდეგ – 2018 წელს იქ გაიყიდა 7 მლნ. ბოთლი.

„ეს ძალიან პერსპექტიული ბაზარია. თუკი ჩინელების, თუნდაც მცირე ნაწილი, გადაწყვეტს, რომ მოსწონს ქართული ღვინო, მათ შეუძლიათ საქართველოში წარმოებული მთელი ღვინის ყიდვა“ – მიიჩნევს უელტონი.

თუმცა, ქართული ექსპორტი ჩინეთში არ აღემატება წელიწადში 200 მლნ. დოლარს, მაშინ როდესაც იმპორტი გაცილებით მეტია – 2018 წელს 834 მლნ. დოლარი.

„როგორც ჩანს, ეს არაა ის მშვენიერი შესაძლებობა, რომელზეც ჩვენ ვფიქრობდით. ან იქნება ჯერ ვერ მივაგენით,“ – თვლის უელტონი.

სავაჭრო პალატის თავჯდომარე გიორგი პერტაია თვლის, რომ ჩინეთი არის ახალი და საკმაოდ რთული ბაზარი ქართველებისთვის.

„ქართველმა ბიზნესმენებმა უნდა შეისწავლონ აქაური წესები, ბიზნეს-კულტურა და საბაზრო შესაძლებლობები, რომლებიც ძალიან განსხვავდება ადგილობრივებისგან და თანაც განსხვავებულია ჩინეთის სხვასხვა რეგიონებში,“ – ამბობს ის.

პალატამ უკვე შექმნა სპეციალური წარმომადგენლობა პროვინცია გუანჩჟოუში იმისთვის, რომ დაეხმაროს ქართველ მეწარმეებს ჩინურ ბაზარზე მუშაობის დაწყებაში. მთავრობა ასევე მუდმივად აწყობს ჩინურ-ქართულ ბიზნეს-ფორუმებს.

„ჩვენ უკვე ჩამოვაყალიბეთ კარგი პირობები ვაჭრობის და ინვესტიციებისთვის, ახლა უკვე საჭიროა, რომ ბიზნესმენები შეხვდნენ ერთმანეთს და ისაუბრონ ერთმანეთთან“ – ამბობს პერტაია.

ქართული ვერსია: “კომერსანტი“.