ვუყურებ დღეს არსებულ დასავლეთსა და რუსეთს და მათ შორის უდიდესს განსხვავებას ვხედავ იდეოლოგიურად..
დასავლეთი სწორ ნაწლავში გაიჩხირა და ჩამყაყდა, რაღაც ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობენ, არარეალურში!
ყველა, რიგითი საღი მოქალაქე არ იგულისხმება, რა თქმა უნდა, ეგენი ინახავენ კიდე მაგ სახელმწიფოებს, თორემ… მე ვსაუბრობ ხელისუფლებებზე და ელიტებზე.
რუსეთი კი, ზოგი ჭირი მარგებელიაო და ცხოვრება სრულიად განაახლეს… ფანტასტიურ ცვლილებებზე და პროექტებზე ისაუბრა გუშინ პუტინმა, რომელიც აბსოლუტურად ყველა ადამიანს ეხება – “ვსტავაი სტრანა ოგრომნაია!” არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით გაჟღერდა, არამედ ზოგად, ყოფით დონეზეც..
ნებისმიერი მოქალაქის სიძვირფასეს და მხარდაჭერას გაესვა ხაზი, ნებისმიერ სფეროში.. განსაკუთრებული ხელშეწყობა ექმნებათ თვითრეალიზაციისთვის ნებისმიერ დარგში – “კადრი რეშაიუტ ვსო!” – ეს იყო ყველა ფრაზის ქვეტექსტი…
სარგებელი, სარგებელი და კიდევ ერთხელ, სარგებელი ხალხს, ნებისმიერ ფენას – ესაა სახელმწიფოს სიძლიერის გარანტიო!
პ.ს. ჩვენ?… “რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!”
მაია დვალიძე, სამოქალაქო ატივისტი; სოციალური ქსელი