აფხაზეთის პრეზიდენტი, ასლან ბჟანია რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს სამშობლოს დამცველის დღეს ულოცავს.
„თქვენ ასრულებთ თქვენი სამშობლოს მტრის საფრთხეებისგან დაცვის უმთავრეს ამოცანას. ფასდაუდებელია რუსეთის ფედერაციის დახმარება აფხაზეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების დამყარებასა და განმტკიცებაში“, – წერს ბჟანია მისალოც წერილში.
ბჟანია პუტინს ახალ გამარჯვებებს უსურვებს.
„ძვირფასო ვლადიმირ ვლადიმერის ძევ! ნება მომეცით, გისურვოთ ჯანმრთელობა, ახალი გამარჯვებები, მშვიდობა და კეთილდღეობა!”, – წერს ბჟანია.