შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები არ ცდილობენ რუსეთის განადგურებას, აშშ რუსეთზე თავდასხმას არ გეგმავს…მილიონობით რუსს, რომელთაც მეზობლებთან მშვიდობიანად ცხოვრება სურთ, ჩვენი მტრები არ არიან – ჯო ბაიდენი.
ამ სიტყვების შემდეგ ბაიდენმა პოლონელებს თავისუფლებისთვის ბრძოლისკენ მოუწოდა.
“დაგვიჭირეთ მხარი. ჩვენ მხარს დაგიჭერთ.”
“უფალმა დაგლოცოთ ყველა. დაე, უფალმა დაიცვას ჩვენი ჯარები და აკურთხოს გმირები უკრაინაში – ჯო ბაიდენი.
ვარშავაში ამერიკის პრეზიდენტს პოლონელებმა პომპეზური დახვედრა მოუწყვეს, “მძინარე ჯოც” როლში შეიჭრა და პოლონელებს თავისუფლებისთვის ბრძოლისკენ მოუწოდა.
ეს ყველაფერი იმ ფონზე, როცა ბელარუს – პოლონეთის საზღვართან რუსული სამხედრო ძალების მაღალი აქტივობა და გადაადგილება შეინიშნება.
სხვადასხვა წყაროს თანახმად მათი რაოდენობა არა ნაკლებ 200 – ათასს შეადგენს.
აშშ-ს პრეზიდენტთან შეხვედრაზე პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ პირობა დადო, რომ 2025 წელს მისი ქვეყანა უხელმძღვანელებს ევროკავშირს ლოზუნგით “მეტი ამერიკა ევროპაში”.
დუდამ, ბაიდენს მონობის და მსახურების ფიცი დაუდო და მიანიშნა, რომ მზად არის ამერიკელების გულის მოსაგებად პოლონელი ხალხის ინტერესებიც კი დააზარალოს.
მზად არის ემსახუროს მამონას და მსახურებაში ტოლი არავის დაუდოს.
თუ რა მოუტანა უკრაინას 2022 – წელს მეტი ამერიკის ძახილმა ამას ყველა კარგად ვხედავთ.
და რას უქადნის ეს პოლონეთს ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა ფაქტია დუდა მეზობლის მაგალითზე ვერ სწავლობს და მისთვის ბაიდენის სიტყვებიც როგორც ბატონის მიერ გაცემული ბრძანება ისე არის აღქმული.
ბელარუსში თავმოყრილ რუსულ სამხედრო ძალებს კი ალბათ “სლოგანებით” გაუმკლავდება.
ისიც კი საინტერესოა, რომელმა ევროპელმა ლიდერმა მისცა დუდას ლეგიტიმაცია ჩაუდგეს ევროპის ამერიკანიზაციას სათავეში.
ამ ვიზიტს კი დროში ერთმანეთს არც თუ ისე გასაკვირად ემთხვევა პუტინის მიმართვა, რომელმაც ცალსახად მიანიშნა მსოფლიოს, რომ ახლა იწყებს.
რუსეთის საზღვრებთან მცოცავ ფაშიზმს კი შორს განდევნის.
სად არის ამ დროს ევროპა ამაზე კი ვიქტორ ორბანი შესანიშნავად პასუხობს.
რომელიც საკუთარ თავს ვერ ხედავს “უკრაინა – რუსეთის” დაპირისპირებაში.
დუდასთვის არც მაკრონის პოზიცია ყოფილა ყურად საღები, რომელმაც განაცხადა, რომ საფრანგეთის გეგმებში სულაც არ შედის რუსეთის დაშლა ან მარცხი.
საუბედუროდ პოლონეთმა საკუთარი ქვიშის საათი უკან გადმოაბრუნა და ვაშინგტონის მსახურება არჩია ეროვნულ ინტერესებს.
ქვიშის საათმა ათვლა დაიწყო. უკრაინული ტრაგედიის პოლონეთში გადმოტანა კი უკვე მხოლოდ დროის ამბავია.
ირაკლი ჯანყარაშვილი