სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ „უკრაინას საკუთარი ხელისუფლების მოღალატე ქმედებებისგან ვერ ვიცავთ“.
ზელენსკი: ეს იყო ტკივილის, დარდის, რწმენისა და ერთიანობის წელი და ეს ჩვენი უძლეველობის წელია, ვიცით, რომ ეს იქნება ჩვენი გამარჯვების წელი!
„შარშან, ამ დღეს დაიწყო მსოფლიოს დღის წესრიგის შეცვლა და დაიწყო ჯოჯოხეთი დღეები უკრაინელებისთვის, რომლებსაც კლავენ, აწამებენ, სამშობლოს ართმევენ.
უკრაინელებმა აქამდე არსებული, თავისუფლებისთვის ბრძოლის ყველა სტანდარტი შეცვალეს.
გვაჩვენეს, რომ მჟავე კიტრის ქილითაც კი შეიძლება იბრძოლო „თვით“ პუტინის წინააღმდეგ. გვაჩვენეს, რომ სამშობლოს დაცვა, მოდელებისთვის მსახიობებისთვის, ორსული ქალებისთვის და ჯარისკაცებისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია.
საბედნიეროდ, პრეზიდენტი აღმოჩნდა ზელენსკი და არა იანუკოვიჩი!
დიდება უკრაინას, რომელსაც ვერ ვიცავთ საკუთარი ხელისუფლების მოღალატე ქმედებებისგან! დიდება გმირ ხალხს!
უსუსურ მდგომარეობაში მყოფებმა გამარჯვება მაინც ვუსურვოთ ნამდვილ მეგობრებს!,“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.