შვედეთი უყრაინას Leopard-ის ტიპის ტანკებს გაუგზავნის

შვედეთი უყრაინას Leopard-ის ტიპის 10 ტანკს და საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა განაცხადა.

„შვედეთი უერთდება “ლეოპარდის ოჯახს” უკრაინის მხარდასაჭერად, შვედური „Leopard 2“ ტანკების მეშვეობით. დღევანდელი სამხედრო პაკეტი ასევე მოიცავს საჰაერო თავდაცვის კომპონენტებს. ჩვენ გავაგრძელებთ დავეხმაროთ უკრაინას ომის მოგებაში“, – წერს შვედეთის პრემიერი „ტვიტერზე“.