ჟოზეფ ბორელი – სანქციების მე-10 პაკეტი მიღებულია

სანქციების მე-10 პაკეტი მიღებულია. სიაში შესულია 121 ფიზიკური პირი და ორგანიზაცია, იმპორტისა/ექსპორტის მნიშვნელოვანი ახალი შეზღუდვები, რუსული პროპაგანდისტული საშუალებების აკრძალვა, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელი „ტვიტერზე“ წერს.

მისი თქმით, ევროკავშირის მიზანი, გაანადგურონ რუსეთის ომის მანქანა, უცვლელია.

„ვინარჩუნებთ ერთიანობას გადაწყვეტილებაში, გავანადგუროთ რუსეთის ომის მანქანა. სანქციების ფარგლებში, ჩვენს სამიზნეს წარმოადგენენ პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მინიმუმ 6000 უკრაინელი ბავშვის დეპორტაციასა და იძულებით გაშვილებაზე. ეს არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა, მათ შორის ჟენევის კონვენციის“, – წერს ბორელი.