ირაკლი კობახიძე ნიკა მელიაზე: ხაბეიშვილი რომ მოგიგებს, როგორი პოლიტიკური ამბიცია უნდა დაგრჩეს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ახალ პარტიას ქმნის.

„პრაქტიკულად ბანკროტია ეს ადამიანი და რაც არ უნდა ახალი პარტია შექმნას, იქაც ისეთივე წარუმატებელი იქნება, როგორც იყო „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე. ხაბეიშვილი რომ მოგიგებს, ახლა როგორი პოლიტიკური ამბიცია უნდა დაგრჩეს?! საინტერესო არაა პრინციპში ეს ყველაფერი“, – აცხადებს კობახიძე.