„ძუძუმწოვარა ბავშვებს აწამებენ, სითხეს იღებენ“ – ამის შესახებ რეჟისორმა რობერტ სტურუამ აშშ-ის შესახებ რადიო „უცნობზე“, გადაცემაში „უცნობის კიდობანი“ განაცხადა.
„თქვენ წარმოიდგინეთ, ძუძუმწოვარა ბავშვებს აწამებენ, იმიტომ რომ ამ წამების დროს ეს ბავშვი გამოყოფს რაღაც სითხეს, იქიდან ამ სითხეს იღებენ, მერე ცნობილი ვარსკვლავები, თუ პიროვნებები მისი საშუალებით ახალგაზრდობას ინარჩუნებენ.
ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ჭამენ კიდევ ამ ბავშვებს და ახლა მითხარით, როგორ უნდა იცხოვროს ნორმალურმა ამერიკელმა. იქ ისეთი სახელებია ჩამოთვლილი, არ მეგონა, არც მინდა ვთქვა იმიტომ, რომ შეიძლება ესეც ჭორია, მაგრამ ტრამპმა სერიოზულად დაარქვა ამ პრობლემას „ობამაგეითი“, ეს მართალია ეტყობა, ისე ხომ არ დაიწყებდა ასეთ პროცესს“- ამბობს რეჟისორი გადაცემაში.
“პრაიმტაიმი”