იტალიის სამხრეთ სანაპიროებთან მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის არიან მცირეწლოვნებიც.
გავრცელებული ცნობით, ნავზე, რომელმაც თურქეთის სანაპირო 23 თებერვალს იზმირიდან დატოვა, 200-მდე ადამიანი იყო. 80 მათგანი მაშველებმა გადაარჩინეს, ადამიანებს სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში ამ დრომდე ეძებენ. კალაბრიის რეგიონის სანაპიროსთან წყალმა ცხედრების დიდი ნაწილი სანაპიროზე გამორიყა.
სამართალდამცველებმა ოთხი ეჭვმიტანილი დააკავეს, რომლებიც ნავზე მიგრანტებთან ერთად იმყოფებოდნენ. როგორც გადარჩენილი მიგრანტები ჰყვებიან, კონტრაბანდისტებს 7 500-დან 9 500-მდე დოლარი გადაუხადეს. ნავს გზაში ძრავაზე პრობლემები შეექმნა. მგზავრობის განმავლობაში მათ არ მიუღიათ საკვები. გადამყვანებმა მათ მხოლოდ სასმელი წყალი დაურიგეს.