პოპულარული რუსი პრიმადონა, 71 წლის ალა პუგაჩოვა შესანიშნავად გამოიყურება და როგორც მისი გულშემატკივრები ამბობენ, “თანდათან ახალგაზრდავდება”.
მომღერლის ყოველი გამოჩენა საზოგადოების ყურადღებას იპყრობს და არც ამჯერადაა გამონაკლისი შემთხვევა.
71 წლის მომღერალი იდეალურ ფორმაშია, მას ახალ ფოტოებში შავი სამოსი აცვია და როგორ ვხედავთ, მაღალქუსლიან ფეხსაცმელს კლასიკური სტილის შორტი შეუსაბამა. ფოტოებზე ალა თავის ქმართან, მაქსიმ გალკინთან ერთადაა აღბეჭდილი. სოციალურ ქსელში ახალი სურათები სწორედ გალკინმა გამოაქვეყნა.
გულშემატკივრებს პრიმადონას შთამბეჭდავი ვიზუალი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. ზოგიერთი თვლის, რომ მომღერალმა ახალი პლასტიკური ოპერაციები გაიკეთა და სწორედ ამიტომ გამოიყურება ასე.
კომენტარებში უამრავი ქათინაური მიიღო. მიიჩნევენ, რომ ახლა თავის 27 წლით უმცროს მეუღლეზე უფრო ახალგაზრდულადაც კი გამოიყურება. კომენტარებში ხუმრობით იმასაც ურჩევენ, რომ დროა, ახალ ქმარზე იფიქროს, რადგანაც მაქსიმს უკვე ასაკი დაეტყო.
მას წლები კი არ ემატება, აკლდება. მგონი, ჯადოქარია
მსოფლიოში ერთადერთი და განუმეორებელი ქალი
25 წლის ვარ და ალას ფეხების მშურს, ამას როგორ ახერხებს?!
მაქსიმ, მოგიწევს თავს კარგად მიხედო, თორემ შენზე ახალგაზრდულად გამოიყურება, – წერენ კომენტარებში.