უნგრეთის უმსხვილესი დამოუკიდებელი მედიასაშუალება 70-ზე მეტმა ჟურნალისტმა დატოვა

“IDEX საფრთხეშია” – აცხადებენ უნგრეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამოუკიდებელი მედიასაშუალება Index.hu-ს თანამშრომლები, რომელთა დიდმა ნაწილმა კომპანია პროტესტის ნიშნად უკვე დატოვა.

 

70-მდე ჟურნალისტისა და 3 რედაქტორის მედიასაშუალებიდან წასვლას წინ უძღოდა Index.hu-ს მთავარი რედაქტორის, სზაბოლჩ დულის თანამდებობიდან გათავისუფლება.

პრობლემები უნგრეთის ერთ-ერთ ბოლო, დამოუკიდებელ და ხელისუფლებისადმი კრიტიკულ მედიასაშუალებაში პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც მისი მფლობელი კომპანიის 50% პროცენტი უნგრეთის კონსერვატორი და ნაციონალისტი პრეზიდენტის, ვიქტორ ორბანის გარემოცვის წევრმა იყიდა. საბოლოოდ კი, ჰოლდინგის მმართველი საბჭოს პრეზიდენტმა ლასლო ბოდოლაიმ Index.hu-ს მთავარი რედაქტორი თანამდებობიდან გადააყენა, ოფიციალურ მიზეზად კი დაასახელა, რომ ის ვერ უმკლავდებოდა ნიუსრუმის შიგნით მიმდინარე პროცესებს და არ შეეძლო მისი მართვა.

თანამშრომლები ბოლო დღეების განმავლობაში მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე დაბრუნებას ითხოვდნენ, თუმცა კომპანიის მმართველი საბჭოს პრეზიდენტმა ამაზე უარი განაცხადა და თქვა, რომ “ეს შეუძლებელია”.

როგორც BBC წერს, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ვიქტორ ორბანმა თანდათან დაამყარა კონტროლი უნგრეთის დამოუკიდებელ მედიაზე, ქვეყანა კი 180 სახელმწიფოს შორის 89-ე ადგილზეა პრესის თავისუფლების კუთხით (“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” მონაცემები).

Index.hu-დან წამოსული 70-მდე ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ ეს არის ხელისუფლების ღია ჩარევა დამოუკიდებელი მედიასაშუალების მუშაობაში.

index.hu-ს ჟურნალისტები. ფოტო: index.hu

index.hu-ს ჟურნალისტები. ფოტო: index.hu

index.hu-ს ჟურნალისტები. ფოტო: index.hu

index.hu-ს ჟურნალისტები. ფოტო: index.hu

“ნეტგაზეთი”