საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით კითხვები დღემდე არსებობს და მისი გამოძიება დაადასტურებს, ვინ უღალატა ქვეყანას.
„შვიდში ღამე, მთელ მსოფლიოს რომ აჩვენეს დაბომბვა, მათ გასცენ პასუხი, რას ბომბავდნენ, 8-ში მთელი დღის განმავლობაში, შეტევაზე ვართო, რომ იძახდნენ, რას აკეთებდნენ ამით და შემდეგ რეზოლუციაში მხარი მოცემულობას რომ დაუჭირეს, ომი ჩვენ დავიწყეთ და სამხედრო დანაშაული ჩავიდინეთო, ამით რა გააკეთეს, ეს გამოსაძიებელია, აბა რა არის?! რატომ ჩაიდინეს ეს მოღალატეობრივი მოქმედებები, რა იყო ამის მოტივაცია?! ჰააგა და სტრასბრუგი, არცერთი არ განიხილავდა რაღაც დაწყება-დამთავრებისა და ქრონოლოგიების საკითხს, ის განიხილავდა უფლებების დარღვევის საკითხს. გავიმარჯვეთ – განიხილავდა ომის დანაშაული ვინ ჩაიდინა. გავიმარჯვეთ – ქართველი ჯარისკაცები გამართლდნენ ამ ამბავში და ბრალი ვერავინ დასდო. ეს მონაპოვარი არის ჩვენი, წარმოიდგინეთ, ისკანდერის ნაწილების დამალვის ფონზე, გადამალეს ისკანდერის ნაწილები და ამ ფონზე დღეს ამ კითხვებზე პასუხი რაღაც მოცემულობას მოგვცემს, ვინ რა გააფუჭა და რატომ უღალატა თავის ქვეყანას“, – აცხადებს მდინარაძე.
„ევროპელი სოციალისტების“ ლიდერი ფრიდონ ინჯია ამბობს, რომ აგრძელებენ ხელმოწერების შეგროვებას, რათა პროკურატურამ გამოიძიოს 2008 წლის ომთან დაკავშირებით სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულები და პარლამენტშიც შეიქმნას შესაბამისი საგამოძიებო კომისია.