უყრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრი კულებას განცხადებით, საქართველოში უყრაინის ელჩის დანიშვნის პროცესი ფინალურ ეტაპზეა, თუმცა, როდის ჩავა დიპლომატი უშუალოდ საქართველოში, ეს უკვე პოლიტიკური საკითხია.
კულებას მტკიცებით, კიევი თბილისთან მჭიდრო დიპლომატიური კავშირების დამყარებას ცდილობს.
„ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია. საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭების მიზნით თითიც კი არ გაგვინძრევია. პირიქით, ბევრი ჩავდეთ ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში“, – აღნიშნა კულებამ.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი და უკრაინელი ხალხების ურთიერთობა მეგობრულია, ამას თქმა შეუძლებელია უყრაინასა და საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობაზე. უყრაინის საგარეო სამინისტროს ხელმძღვანელის მტკიცებით, ამის მიხეილ სააკაშვილის საქმეა, რომელსაც, „ნელ-ნელა კლავენ“.