ლეგენდარული ფილმის „ქარწაღებულნის“ უკანასკნელი ცოცხალი მსახიობი 104 წლის ასაკში გარდაიცვალა

ჰოლივუდის ოქროს ხანის ერთ-ერთი ბოლო ვარსკვლავი, ოლივია დე ჰევილენდი 104 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

„ბიბისის“ ცნობით, მსახიობი ბუნებრივი სიკვდილით დაიღუპა.

დე ჰევილენდის კარიერა 50 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა და თითქმის 50 მხატვრული ფილმში მიიღო მონაწილეობა.

ის ლეგენდარული ფილმის „ქარწაღებულნის“ უკანასკნელი ცოცხალი მსახიობი იყო.

მსახიობმა ფილმში მელანი უილკსის როლი შეასრულა, რისთვისაც „ოსკარზე“ წარადგინეს.

“პრაიმტაიმი”