კეკელიძის ქუჩაზე გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობ

მთაწმინდის რაიონის გამგეობა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას აქტიურად განაგრძობს. ამ ეტაპზე, საყრდენი კედლის მშენებლობა კ. კეკელიძის ქ. N28/30-ში მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, 13 მეტრი სიგრძის გრუნტის დამჭერი კედელი აშენდება და უსაფრთხოების მოაჯირი დამონტაჟდება.

მიმდინარე სამუშაო პროცესს, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ზურაბ აბაშიძესთან ერთად გაეცნო.

„აღნიშნულ მისამართზე ფერდობის ფრაგმენტის ჩამოშლის საშიშროება იყო, რის გამოც, საყრდენი კედლის მოწყობა აუცილებელი გახდა. პროექტის დასრულების შემდეგ, საფრთხე აღარ შეექმნება ახლომდებარე სახლებს. მიმდინარე წელს, კიდევ რამდენიმე მსგავსი პროექტი გვაქვს დაგეგმილი“- განაცხადა დავით კირკიტაძემ.

 

ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად მთაწმინდის რაიონის გამგეობას ბიუჯეტში 285 000-მდე ლარი აქვს გათვალისწინებული. სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს „ინსტალ +“ ასრულებს.