პოლონეთი ონლაინ საგადასახადო სისტემაზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს

პოლონეთი ონლაინ საგადასახადო სისტემაზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.

პოლონეთის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, რუსეთი დგას ჰაკერული თავდასხმის უკან, რომელმაც ონლაინ საგადასახადო სისტემაზე მომხმარებლებს წვდომა დაუბლოკა.

„გუშინდელ თავდასხმაზე რუსები არიან პასუხისმგებელი“, – განუცხადა მედიას პოლონელმა ოფიციალურმა პირმა.

პოლონური მხარის ცნობითვე, ჰაკერული თავდასხმისას გადასახადის გადამხდელთა მონაცემების გაჟონვა არ მომხდარა.