ალექსანდრე ლუკაშენკო – ჩინეთი მრავალპოლუსიანი მსოფლიოს მხარდამჭერია, ჩვენც იგივე პოლიტიკას ვატარებთ

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ის „სრულად უჭერს მხარს“ ჩინეთის საერთაშორისო დღის წესრიგს.

მისივე თქმით, მინსკი და პეკინი „იგივე პოლიტიკას ატარებენ”.

„ჩინეთი მრავალპოლუსიანი მსოფლიოს მხარდამჭერია. ჩვენც იგივე პოლიტიკას ვატარებთ. ზოგადად, ჩინეთის საშინაო პოლიტიკასა და ბელარუსის საშინაო პოლიტიკას ბევრი საერთო აქვს. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საერთაშორისო დღის წესრიგს. ჩვენ ვიცავთ იგივე პრინციპებს. ჩვენი ქვეყნები მტკიცედ უჭერენ მხარს ერთმანეთს საერთაშორისო დღის წესრიგის ძირითად საკითხებში. ჩვენ ვგმობთ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია ტაივანის გარშემო დაძაბულობის ესკალაციისკენ“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, პრეზიდენტმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი მზადაა იმუშაოს ბელარუსთან ორმხრივი ურთიერთობების ჯანსაღი და სტაბილური განვითარების მაღალ დონეზე ხელშესაწყობად.