ფინეთის პარლამენტმა ქვეყნის ნატოში შესვლის შესახებ კანონპროექტს დაუჭირა მხარი. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლის გადაწყვეტილებას 200 დეპუტატიდან 184-მა მისცა ხმა, 7 კი წინააღმდეგი იყო.
კანონპროექტის საბოლოო რატიფიცირებისთვის ის ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტემ უნდა დაამტკიცოს.
1-ელ თებერვალს, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი დადებითად უყურებს ფინეთის განაცხადს ნატოში გაწევრიანების შესახებ, თუმცა მხარს არ უჭერს შვედეთის განაცხადს.