კერძო სექტორისთვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ტრენინგები გრძელდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი სატრენინგო კურსი საქართველოს სამ უდიდეს ქალაქში გამართა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით კერძო სექტორის მხარდასაჭერად ახალი სატრენინგო პროექტში კერძო სექტორის 200-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათ შორის იყო საქმიანი ტურიზმის სფეროს კომპანიები.
ტრენინგების კურსს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სრულიად უსასყიდლოდ ატარებს.
როგორ ჩავატაროთ ღონისძიება უსაფრთხოდ დახურულ სივრცეში, კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გათვალისწინებით.“ ამ სახელწოდებით სატრენინგო კურსი საქართველოს სამ უდიდეს ქალაქში: ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში გაიმართა.
თბილისში სასტუმრო „ბილტმორში“ გამართულ ტრენინგს კერძო სექტორის 50 წარმომადგენელი დაესწრო.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიზანია კერძო სექტორს პოსტკოვიდურ პერიოდში უსაფრთხოების რეკომენდაციების შესრულებაში დაეხმაროს, რომ დარგის წარმომადგენლებს სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეთ თუ რა მოთხოვნების შესრულება მოუწევთ რეგულაციების შესასრულებლად, რომ განაახლონ ბიზნეს ოპერირება და დაიცვან უსაფრთხოების წესები.
წყარო: ghn.ge