ალექსი დანილოვი აცხადებს, რომ დროა, ყირიმის “გათავისუფლების” სტრატეგია შეიცვალოს

უყრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ალექსი დანილოვი აცხადებს, რომ უყრაინა ყირიმის მომავალი “დეოკუპაციისთვის” სტრატეგიას შეცვლის.

„ყირიმის დეოკუპაციის სტრატეგია – ახალი ვერსიის დროა. დეოკუპაციის საშუალებების თანმიმდევრობა – პოლიტიკურ-დიპლომატიური, სამხედრო, ეკონომიკური და ა.შ. მოითხოვს პრიორიტეტების შეცვლას“, – წერს დანილოვი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, უყრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ უყრაინაში მშვიდობას ყირიმის დაბრუნება მოიტანს.