«ვიცი, რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ, ჩემს საფლავზე ნაგვის გროვას დაყრიან, მაგრამ ისტორიის ქარი მას შეუბრალებლად გაფანტავს!..» – თქვა სტალინმა.
დავა სტალინის როლის შესახებ ისტორიაში, დღემდე არ წყდება. თუმცა, ისეთი ფაქტებიც არსებობს, რომელზე კამათიც შეუძლებელია:
1. სტალინი დღეში მხატვრული ლიტერატურის 300 გვერდს კითხულობდა. ეს მისთვის ყოველდღიური ნორმა იყო. გარდა ამისა, ის მუდამ ზრუნავდა თვითგანათლებაზე. მაგ., 1931 წელს, როდესაც ის კავკასიაში სამკურნალოდ იყო, ნადეჟდა ალილუევას წერილი გაუგზავნა, რომელშიც სთხოვდა, მისთვის ელექტროტექნიკის და შავი მეტალურგიის სახელმძღვანელოები გაეგზავნა.
2. სტალინის განათლების დონის შეფასება, მის მიერ წაკითხული და შესწავლილი წიგნების რაოდენობით შეიძლება. რამდენი წიგნი წაიკითხა სტალინმა, თავისი ცხოვრების მანძილზე, უცნობია. ის არ იყო წიგნების კოლექციონერი — მხოლოდ იმ წიგნებს ინახავდა, რომლებსაც შემდგომში გამოიყენებდა. მაგრამ, იმ შერჩეული წიგნების რაოდენობის დადგენაც რთულია. როგორც თვითმხილველები ამბობდნენ, მისი კრემლის ბინის ბიბლიოთეკაში, რამოდენიმე ათასი წიგნი იყო. 1941 წელს ბიბლიოთეკა ევაკუირებული იყო. ომის შემდეგ კი, მისი აღდგენა აღარ მომხდარა, რადგან სტალინმა აგარაკზე ბიბლიოთეკისთვის სპეციალური ფლიგელი ააშენებინა, რომელშიც შემდგომში, 20 000–ზე მეტი წიგნი ინახებოდა.
3. დღეს არსებული კრიტერიუმების გათვალისწინებით, იმ სამეცნიერო ცოდნის მიხედვით, რომელსაც სტალინი ფლობდა, ის, ჯერ კიდევ, 1920 წელს ფილოსოფიის დოქტორი უნდა ყოფილიყო.
4. სტალინის პირადი არქივი მისი გარდაცვალებიდან, მალევე განადგურეს.
5. სტალინი ყოველთვის უსწრებდა დროს, ზოგჯერ რამდენიმე ათეული წლითაც კი. მისი, როგორც ლიდერის ეფექტურობა იმაში მდგომარეობდა, რომ ის ყოველთვის შორეულ მიზნებს ისახავდა და ყოველდღიური გადაწყვეტილებები, ამ მასშტაბური გეგმის ნაწილი იყო.
6. სტალინის დროს, სულ მოკლე ხანში, მოხდა ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი განვითარება. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანას პროფესიონალები მართავდნენ. სტალინს არ მოსწონდა გაუნათლებელ ადამიანებთან ურთიერთობა და ცდილობდა, ქვეყნის მასშტაბით, განათლება ყველას მიეღო. მისი აზრით, ყველაფრის თავი და თავი ცოდნა იყო და საბჭოთა სახელმწიფოს ისტორიის მანძილზე, არავის არ გაუკეთებია მოსახლეობის განათლებისთვის იმდენი, რამდენიც მან გააკეთა.
7. სტალინი არაყს არ ებრძოდა, ის ხალხის თავისუფალი დროისთვის იბრძოდა. სტალინის დროს, განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა საბჭოთა ხალხის შრომის და დასვენების პირობებს. იმ პერიოდში, სტალინის ბრძანებით, განვითარდა სამოყვარულო სპორტი. რაც იმას ნიშნავდა, რომ ყველა საწარმოს, თუ დაწესებულებას უნდა ჰყოლოდა საკუთარი სპორტული ჯგუფი, რომელიც საკუთარი მუშა-მოსამსახურეებით იქნებოდა დაკომპლექტებული. გარდა ამისა, დიდ საწარმოებს უნდა ჰქონოდათ და შეენახათ სტადიონები.
8. სტალინი უპირატესობას მხოლოდ «წინანდალს» და «თელიანს» ანიჭებდა. ხან კონიაკსაც სვავდა, მაგრამ არაყს — არასდროს. 1930–წლიდან – 1953 წლამდე, ის დაცვას ნასვამ მდგომარეობაში მხოლოდ 2–ჯერ ჰყავდა ნანახი: ს. შტემენკოს დაბადების დღეზე და ან. ჟდანოვის ქელეხში.
9. სტალინური ეპოქიდან, სსრკ-ს ყველა ქალაქში პარკები დარჩა, რომლებიც ხალხის მასობრივი დასვენებისთვის იყო შექმნილი. მასში აუცილებლად უნდა ყოფილიყო სამკითხველო და სათამაშო ოთახები (ჭადრაკი, ბილიარდი), პაბი და სანაყინე, საცეკვაო მოედანი და საზაფხულო თეატრები.
10. ხელისუფლების პირველ ეშელონებში ყოფნისას, პირველი 10 წლის მანძილზე, სტალინმა 3–ჯერ დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ.
11. სტალინის წინააღმდეგ იდეურ ბრძოლაში, ტროცკს შანსი არა ჰქონდა. 1927 წელა, სტალინმა ტროცკს, სადაო საკითხებზე, საერთო პარტიული დისკუსიის გამართვა და რეფერენდუმის ჩატარება შესთავაზა, მიღებული შედეგი კი, ტროცკისთვის გამაოგნებელი იყო: პარტიის 854 ათასი წარმომადგენლიდან, რეფერენდუმში მონაწილეობა 730 ათასმა მიიღო. მათგან სტალინს მხარი 724 ათასმა დაუჭირა, ხოლო ტროცკს — 6 ათასმა.
12. სტალინი ბოლშევიკურ პარტიაში ეროვნული საკითხების ექსპერტი და ავტორიტეტი იყო.
13. ისრაელის საკითხთან დაკავშირებით, გაეროში რეზოლუციის მიღებაზე გამართულ კენჭისყრაზე, სტალინის მხარდაჭერამ, დიდი როლი ითამაშა ამ ქვეყნის შექმნის საქმეში.
14. სტალინმა ისრაელთან დიპლპმატიური ურთიერთობა მხოლოდ იმიტომ გაწყვიტა, რომ ისრაელში, სსრ კავშირის მისიის ტერიტორიაზე, ყუმბარის მსგავსი რაღაც აფეთქდა და მისიის ერთ–ერთი თანამშრომელი დაიჭრა. ისრაელის მთავრობამ, ამ ინციდენტის გამო, სსრ კავშირს ბოდიში მოუხადა, მაგრამ სტალინური სსრკ, მისდამი ასეთ დამოკიდებულებას, არავის პატიობდა.
15. დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიუხედავად, სტალინის გარდაცვალების დღეს, ისრაელში ეროვნული გლოვა გამოაცხადეს.
16. 1927 წ. სტალინმა ბრძანება გამოსცა, რომელის თანახმად, პარტმუშაკის აგარაკზე 3-4 ოთახზე მეტი არ უნდა ყოფილიყო.
17. სტალინი ძალიან კარგად ეპყრობოდა დაცვას და მომსახურე პერსონალს. მისი ბრძანებით, სახელმწიფო ობიექტების დაცვის მსახურებისთვის, დასაცავი ობიექტების წინ, სპეციალური ჯიხურები ააშენეს. მანამდე, დაცვის თანამშრომლები, წვიმაში და ქარში ღია ცის ქვეშ იდგნენ.
18. სტალინი, საკუთარი თავის მიმართ, ძალიან ხელმომჭირნე იყო — სამოსიდან, ზედმეტი არაფერი ჰქონდა და რაც ჰქონდა, ყველაფერს გაცვეთამდე ატარებდა. ბელადის სიკვდილის შემდეგ, მისი პირადი ნივთების აღწერა მოხდა. სიაში იყო: ბლოკნოტი და დღიური, 5 ჩიბუხი, თუთუნი, წიგნები, 2 თეთრი, 2 ნაცრისფერი და 2 მწვანე კიტელი (სამხედრო პიჯაკი), 10 შარვალი, 4 შინელი, 4 ქუდი და საცვლები.
19. მას ძალიან ცოტა ეძინა — მხოლოდ 5–6 საათი დღე–ღამეში. ის გვიან იძინებდა (შეეძლო ღამის 4 საათამდე ემუშავა) და 10 საათზე დგებოდა. ამიტომ, ბევრი სახელმწიფო დაწესებულება იძულებული იყო, მის რეჟიმზე გადასულიყო.
20. ომის დროს, სტალინმა, როგორც კანონი მოითხოვდა, საკუთარი შვილები ფრონტზე გაგზავნა.
21. კურსკის ბრძოლაში სტალინმა გამოუვალი სიტუაციიდან გამოსავალი იპოვა: გერმანელები «ტექნიკური სიახლის» — ტანკების «ვეფხვის» და «პანთერას» გამოყენებას აპირებდნე, რომლის წინააღმდეგ, საბჭოთა არტილერია უძლური იყო. ამ დროს სტალინს გაახსენდა ასაფეთქებელი А-IX-2, რომლის წარმოებასა, თავის დროზე, მხარი დაუჭირა და ექსპერიმენტული ავიაბომბები – ПТАБ და ბრძანება გასცა: 15 მაისამდე, ანუ იმ დრომდე, ვიდრე გზები გაშრებოდა, 800 ათასი ასეთი ბომბი დაემზადებინათ. სსრ კავშირის 150 ქარხანამ დაკვეთის შესრულება დაიწყო და დავალებას თავი გაართა. შედეგად, კურსკის მისადგომებთან, გერმანული არმიის დამრტყმელი ძალის ნეიტრალიზება, სტსლინის ტაქტიკური სიახლით — ПТАБ-2, 5-1, 5 ბომბებით მოხდა.
22. ომის შემდეგ, სტალინმა «უსაფრთხო წესით», სსრ კავშირის კპ უმაღლესი ორგანოს — პოლიტბიუროს ფუნქცია, პარტიის ხელმძღვანელ ორგანომდე შეამცირა და ეს ცვლილება ბოლშევიკების საკავშირო კომუნისტური პარტია XIX ყრილობაზე, რომელიც 1952 წ. 5–14 ოქტომბერს ჩატარდა, ახალ წესდებაში დაფიქსირდა.
23. სტალინს პარტიის ხელისუფლებისგან ჩამოშორება სურდა და მის როლს ქვეყნის მშენებლობაში, მხოლოდ 2 მიმართულებით ხედავდა: აგიტაცია–პროპაგანდაში და კადრების შერჩევაში.
24. მან თავისი ცნობილი ფრაზა «კადრები ყველაფერს წყვეტენ», სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებულების საპატივცემულოდ გამართულ მიღებაზე, 1935 წელს წარმოთქვა: «ჩვენთან ძალიან ბევრს ლაპარაკობენ ხელმძღვანელების, ბელადების დამსახურებაზე. მათ აწერენ ყველა ან თითქმის ყველა მიღწევას. ეს რა თქმა უნდა, სწორე არ არის. საქმე მხოლოდ ბელადებში არ არის… იმისათვის, რომ ტექნიკა მოძრაობაში მოვიდეს, საჭიროა ხალხი, რომელიც მასში ერკვევა, კადრები, რომლებიც ამ ტექნიკას აითვისებს და აამუშავებს…».
25. «ვიცი, რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ, ჩემს საფლავზე ნაგავის გროვას დაყრიან, მაგრამ ისტორიის ქარი მას შეუბრალებლად გაფანტავს!..» (ი. ბ. სტალინი 1943 წ.)
წყარო: intermedia.ge