ლატვიის პრემიერ-მინისტრის, კრიშიანის კარინშის განცხადებით, დასავლეთის ქვეყნების მიერ უყრაინისთვის, საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება მხოლოდ დროის საკითხია.
გერმანულ გამოცემა Der Spiegel-თან საუბრისას, ლატვიის პრემიერმა აღნიშნა, რომ ვერ ხვდება, რატომ არ უნდა მიაწოდოს დასავლეთმა საბრძოლო თვითმფრინავები უყრაინას.
„საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება მხოლოდ დროის საკითხია… ვერ ვიგებ რატომ არ უნდა მიაწოდოს დასავლეთმა [უკრაინას] საბრძოლო თვითმფრინავები. თუ უკრაინას სჭირდება საბრძოლო თვითმფრინავები, მან ისინი უნდა მიიღოს“, – განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა.