პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს.
მათ პარლამენტთან არსებული ერთ-ერთი შენობის კედელზე სიტყვა “რევოლუცია” დაწერეს.
კერძოდ, მანამდე კედელზე გამოსახული იყო სიტყვა “ევოლუცია” და სტუდენტებმა ასო-ბგერა “რ” მიუმატეს.
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილე სტუდენტმა განაცხადა, პარლამენტში მყოფ “ქართული ოცნების” დეპუტატებს, რევოლუციის უნდა ეშინოდეთ.
“მე გულით მჯერა, რომ დასრულდა ის დრო, როცა ამ სიტყვის [რევოლუცია] გვეშინოდა. აი, აქ [პარლამენტში] მყოფ ადამიანებს უნდა ეშინოდეთ რევოლუციის,” – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
მათივე თქმით, თუ “ქართული ოცნება” ე.წ აგენტებთან დაკავშირებით კანონპროექტს მიიღებს, ნახავენ, სად არის ხალხის ძალა.
“თუ “ოცნება” ამ რუსულ კანონს მიიღებს, ვაჩვენებთ ვის ეკუთვნის და სად არის ხალხის ძალა”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.